Akhmeta Wine House
ახმეტის ღვინის სახლიღვინის ტური მარანშიმარანი

სამომავლო გეგმები

2016 წლის გაზაფხულიდან დავიწყეთ მზადება ახალი ვენახების გასაშენებლად. 4 ჰექტარზე განფენილ ნაკვეთებზე, რომლებიც ზუსტად ალავერდის მონასტრის უკან მდებარეობს ორგანული მეღვინეობის ყველა წესის დაცვით, სამი უძველესი ქართული ჯიშის საფერავის, ხიხვისა და ქისის გაშენებას ვგეგმავთ. კალმები უკვე გამოყვანილია, რაც შეეხება საფერავს ის უკვე მეორე წელიწადია რაც სათბურში იმყოფება, ვიმედოვნებთ რომ მომავალ წელს სწორი მოვლის პირობებში პირველ მოსავალს მივიღებთ.

ვგეგმავთ მოვიპოვოთ ბიოპროდუქტის სერთიფიკატი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე (ბიოღვინის ჩათვლით)