Akhmeta Wine House
ახმეტის ღვინის სახლიღვინის ტური მარანშიმარანი

ქვევრის წითელი მშრალი ღვინო

ღვინო დამზადებულია საფერავის ჯიშის რჩეული, ხელით მოკრეფილი ყურძნისაგან, მოწეული კახეთში, ახმეტის რაიონში, ბითაანში გაშენებული  ვენახიდან.

დაყენებულია ქვევრში, ბუნებრივ საფუარზე დუღილითა და ტრადიციული კახური ტექნოლოგიით. ჭაჭასთან და კლერტთან ექვსდღიანი კონტაქტის შემდგომ, დუღილის პირველი ფაზის დასრულებისას განთავისუფლდა დურდოსაგან და დუღილი განაგრძო ქვევრში. დუღილის პროცესის დასრულების შემდგომ 6 თვის განმავლობაში დავარგებულია ქვევრში.

ღვინო მუქი ბროწეულის ფერია, ახასიათებს ჯიშური არომატი, რომელშიც ჭარბობს მწიფე მაყვლის სურნელი და შავი კენკრის არომატი. გამოირჩევა სრული მოტკბო გემოთი. ღვინო მდიდარია ფენოლური ნაერთებითა და ტანინებით. აქვს დაბალანსებული ჯიშური არომატით და  ხანგრძლივად გამყოლი დაბოლოება.

ღვინო, წარმოების სპეციფიკური ქართული ქვევრის ტექნოლოგიის გამო, ხასიათდება მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებებით. შესაძლებელია მცირედი კეთილშობილი ნალექის წარმოქმნა.

სასურველია მიირთვათ +14-16°С   

კვებითი ღირებულება /Nutritional value:

ნახშირწყლები – 0,2გრ./100მლ / Carbohydrate – 0,2gr./100ml

ენერგეტიკული ღირებულება – 95კკალ/100მლ. / Energy value – 95cal/100ml

 

14,1% BY VOL

750 ml