Akhmeta Wine House
ახმეტის ღვინის სახლიღვინის ტური მარანშიმარანი

ახმეტა გამირჩევა ვაზის განვითარებისათვის საუცხოო მიკროკლიმატით, მიკროზონა  3 მდინარის - ილტოს, ალაზნის და ორვილის შესაყარზეა განფენილი. ჩვენი ვენახები სწორედ ამ მიკროზონაშია განლაგებული ზღვის დონიდან 500-550 მეტრზე.

    30 წლის „რქაწითელის“ვენახი 1.5 ჰექტარზე განფენილი და ახმეტის შესასვლელში საბეროშია განთავსებული, ის მდინარე ორვილის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდზეა განლაგებული.

   „კახური მწვანის“ ვენახი ახმეტის შესასვლელში ალაზანსა და ორვილს შორის არის მოქცეული, 1.5 ჰექტარი ვენახი 40 წლის წინაა გაშენებული და ჩინებულ  მოსავალს იძლევა.

„საფერავი“ თავის არაჩვეულებრივ მოსავალს ახმეტიდან, ბითაანიდან გვაძლევს, 1.5 ჰექტარი ვენახი 25 წლის წინაა გაშენებული.

რა თქმა უნდა ძველი ვენახების მოვლა ტრადიციული საბჭოთა მეურნეობის მიერ დამკვიდრებული მეთოდებით ხორციელდებოდა. 2016 წლიდან ვცდილობთ ორგანული მეურნეობა ავაწყოთ. წლევანდელი წლიდან ვენახის მოვლა მხოლოდ ორგანული მეურნეობისათვის მისაღები  საშუალებებით ხორციელდება.