Akhmeta Wine House
ახმეტის ღვინის სახლიღვინის ტური მარანშიმარანი

ორგანული მეღვინეობა, ორგანულ სოფლის მეურნეობასთან და ორგანული მევენახეობისთან შედარებით ახალი მიმართულებაა. 2012 წლამდე ზოგადად „ორგანული ღვინის“ ოფიციალური განმარტებაც არ არსებობდა, მიუხედავადიმისა,რომ მსჯელობა ამ თემაზე რამდენიმე ათწლეულია მიდის. ორგანული მევენახეობის მიმდევრები ამზადებდნენ ე.წ. „ორგანულ ღვინოებს“, თუმცა ოფიციალურად ეს ღვინოები „ორგანული მევენახეობით მიღებული ყურძნის ღვინოდ“ ითვლებოდა. 2012 წელს ევროკავშირმა მიიღო რეგლამენტი, სადაც განისაზღვრა ორგანული ღვინის წარმოების წესები. საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ორგანული მეღვინეობის წესებს, მაგრამ ჩვენთან არსებობს მასერტიფიცირებელი ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირში არიან აკრედიტებული და ყურძნის და ღვინის სერტიფიცირებას ახდენენ ევროკავშირის წესების მიხედვით. ამ წესების დაცვით წარმოებული ღვინის ეტიკეტზე შეიძლება დაიწეროს „ბიოღვინო“ ანუ „ორგანული ღვინო“. ეს წესი შეეხება მხოლოდ 2012 და შემდგომი მოსავლის წლის ღვინოებს.© ღვინის კლუბი/Weekend