Akhmeta Wine House
ახმეტის ღვინის სახლიღვინის ტური მარანშიმარანი

ქვევრის თეთრი მშრალი ღვინო

ღვინო დამზადებულია  კახური მწვანეს ჯიშის რჩეული, ხელით მოკრეფილი ყურძნისაგან, მოწეული კახეთში, ახმეტის რაიონში, მდინარე ორვილის სანაპიროსთან გაშენებული  ვენახიდან.

დაყენებულია ქვევრში, ბუნებრივ საფუარზე დუღილითა და ტრადიციული კახური ტექნოლოგიით. ჭაჭასთან ექვსთვიანი კონტაქტის შემდეგ, 5 თვის განმავლობაში დავარგებულია ქვევრში.

ღვინო ოქროსფერია მომწვანო ტონებით, მინდვრის ყვავილების და ბალახების ნაზი არომატი, გამდიდრებულია მინდვრის მარწყვის სურნელით. გამოირჩევა ხალისიანი სიმჟავით და გაწონასწორებული ჯიშური გემოთი.

ღვინო, წარმოების სპეციფიკური ქართული ქვევრის ტექნოლოგიის გამო, ხასიათდება მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებებით. შესაძლებელია მცირედი კეთილშობილი ნალექის წარმოქმნა.

სასურველია მიირთვათ +12-15°С   

კვებითი ღირებულება /Nutritional value:

ნახშირწყლები – 0,2გრ./100მლ / Carbohydrate – 0,2gr./100ml

ენერგეტიკული ღირებულება – 85კკალ/100მლ. / Energy value – 85cal/100ml

 

12,9 % BY VOL

750 ml