Akhmeta Wine House
ახმეტის ღვინის სახლიღვინის ტური მარანშიმარანი

ქვევრის თეთრი მშრალი ღვინო

ღვინო დამზადებულია რქაწითელი ჯიშის რჩეული, ხელით მოკრეფილი ყურძნისაგან, მოწეული კახეთში, ახმეტის რაიონში, საბეროში გაშენებული  ვენახიდან.

დაყენებულია ქვევრში, ბუნებრივ საფუარზე დუღილითა და ტრადიციული კახური ტექნოლოგიით. ჭაჭასთან ექვსთვიანი კონტაქტის შემდეგ, 3 თვის განმავლობაში დავარგებულია ქვევრში

ღვინოს რქაწითელის ჯიშისათვის დამახასიათებელი ოქროს ფერი გააჩნია, ბუნებრიობიდან გამომდინარე ოდნავ გამჭირვალე, აქვს  სასიამოვნო ჯიშური არომატი, გამოირჩევა ლეღვის ჩირის,  მოხალული ნიგვზის და მინდვრის ყვავილების სურნელით, გემო გაწონასწორებულია, სრული და ხალისიანია.ღვინო მდიდარია ფენოლური ნაერთებითა და ტანინებით.

წარმოების სპეციფიკური ქართული ქვევრის ტექნოლოგიის გამო, ხასიათდება მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებებით. შესაძლებელია მცირედი კეთილშობილი ნალექის წარმოქმნა.

სასურველია მიირთვათ +12-15°С   

 

კვებითი ღირებულება /Nutritional value:

ნახშირწყლები – 0,15გრ./100მლ / Carbohydrate – 0,15gr./100ml

ენერგეტიკული ღირებულება – 85კკალ/100მლ. / Energy value – 85cal/100ml

 

 

12,5 % BY VOL

750 ml